"ქართულმა მარშმა" თბილისის ცენტრში „ცეცხლოვანი შოუ“ გამართა – ვიდეო

გამოწერა
ულტრანაციონალისტებმა „ქართული მარშიდან“ თბილისის ცენტრში „ცეცხლოვანი შოუ“ გამართეს. ასე აპროტესტებს არჩევნების შედეგებს პარტია, რომელმაც, ცესკოს მონაცემებით, ხმების 0,25% მიიღო.

„ქართული მარშის“ მხარდამჭერები და ლიდერები ორშაბათს, საღამოს „ქართული ოცნების“ ოფისთან შეიკრიბნენ და ფაიერები აანთეს. პარტიის ლიდერებმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნეს, რომ არჩევნების შედეგებს არ ცნობენ.

მმართველი პარტიის ოფისთან მობილიზებული იყო პოლიციის ძალები.

მანამდე არჩევნების შედეგები გააპროტესტა თითქმის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობდნენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0