თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. პარლამენტის შენობასთან თბილისში ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების აქცია დასრულდა. აქციაზე რაიმე განცხადება არ გაკეთებულა.
ამჯერად პარლამენტის წინ ქოლგებით ხელში შეიკრიბა რამდენიმე ათეული ადამიანი - თბილისში წვიმდა, ძირითადი აქცია კვირას ჩატარდება.
პარტიები, რომლებიც შაბათს გამართული არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, კვირის ბოლოს „გრანდიოზული მსვლელობას“ აანონსებენ - განმეორებითი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.
ოპოზიცია არ ეთანხმება არჩევნების წინასწარ შედეგებს, რომელთა თანახმადაც მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა, და ამტკიცებს, რომ კენჭისყრის შედეგები გაყალბებულია.
საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძირითადი ნაწილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან. „ნაცმოძრაობამ“ ბლოკში „ძალა ერთობაშია“ არჩევნებზე მეორე ადგილი დაიკავა. არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება ასევე არცერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც ერთპროცენტიანი ბარიერი გადალახა. ყველა მათგანმა დღეს გააკეთა განცხადება, რომ სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებენ.
გამყრელიძე: თავი შეიკავეთ დიდი თავყრილობებისგან, ეს ეპიდაფეთქების წყაროა >>
პროტესტს უერთდებიან ის მოძრაობები, რომლებიც ვერ გავიდნენ პარლამენტში: „ერთიანი საქართველო“, „გამარჯვებული საქართველო“ და „ტრიბუნა“.