თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია თვითიზოლაციაში იმყოფება, ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა კვირას, საღამოს განაცხადა.
„სამწუხაროდ, მე ახლა მუშაობა განსაკუთრებულ რეჟიმში მიწევს, რამდენადაც ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ ხანგრძლივი კომუნიკაცია მქონდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. შესაბამისად თვითიზოლაციაში გადავედი და ამ რეჟიმში ვაგრძელებ მუშაობას“,– დაწერა გახარიამ საკუთარი Facebook–გვერდზე.