თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტიებმა მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან მსვლელობით ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან გადაინაცვლა და არჩევნების შედეგები გააპროტესტა.
ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები არ ეთანხმებიან ცესკოს მონაცემებს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვენ.
„ეს შეკრებები გაგრძელდება მანამ, სანამ მთელი თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი არ იქნება სავსე ამაყი, წელგამართული, თავისუფლებისმოყვარე ქართველებით. გამორიცხულია სხვაგვარად განვითარდეს მოვლენები," - განაცხადა ნიკა მელიამ.
აქციის მონაწილეებით თქმით, ისინი ყოველ დღეს 19:00 საათზე შეიკრიბებია, ვიდრე ხელისუფლება განმეორებით კენჭისყრას არ დანიშნავს.
რუსთაველის გამზირზე დღეს გამართულ აქციაზე თითქმის ყველა ოპოზციური პარტიის ლიდერი იმყოფებოდა, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ, გარდა „პატრიოტთა ალიანსის“ და პარტია „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“.
ამ წუთებში აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ბრუნდებიან.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის დათვლილია ამომრჩეველთა ხმების 99%–ზე (პროპორციული სიები) მეტი, რომლის თანახმად ლიდერობს მმართველი პარტია – „ქართულმა ოცნებამ“ 48,16% მიიღო, მთავარმა ოპოზიციურმა ძლამ, საარჩევნო ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 27,012%.
ბოლო მონაცემებით, საქართველოს 30 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური თბილისის რვა და რეგიონების შვიდ ოლქში ჩატარდება.