საქართველოში არჩევნების დღე დადგა - ქვეყნის მოსახლეობა მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს.
საქართველოს პარლამენტში 150 მანდატისათვის იბრძოლებს 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი.
მთავარი კონკურენტები და „მარადიული მტრები“ არიან „ქართული ოცნება“, რომელსაც არჩევნების მესამედ მოგება სურს, და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც 2012 წელს მმართველი პარტიის სტატუსი დაკარგა და ახლა კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს.
დაბალი ბარიერი სხვა პარტიებსაც აძლევს პარლამენტში მოხვედრის საშუალებას - წინასაარჩევნო კამპანია ძალიან აქტიური იყო, მიუხედავად კორონავირუსის მეორე ტალღისა.