თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. მივმართავ სრულიად საქართველოს, ყველა მოქალაქემ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. განცხადება სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ ვიდეომიმართვისას გააკეთა.
პატრიარქმა 2020 წლის საპარლამენტი არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო, მან საკუთარი არჩევანი გადასატანი ყუთის მეშვეობით დააფიქსირა.
„იმედი მაქვს, რომ ეს არჩევნები სიკეთეს მოიტანს. მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ ითანამშრომლონ და მოუსმინონ ერთმანეთს. მე იმედით ვუყურებ მომავალს. ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო“, - ბრძანა ილია მეორემ.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით.
მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.