თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმის მიცემის პროცესი გაახანგრძლივა, განაცხადა ცესკოს პრეს–სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე.
„კანონმდებლობით მსგავსი შემთხვევები გათვალისწინებულია: თუ ამომრჩევლები 20:00 საათისთვის რიგში დგანან, კომისიის თავმჯდომარე გამოდის და ბოლო ამომრჩევლის მონაცემებს იწერს და ისინი არჩევნებში მონაწილეობას 20:00 საათის შემდეგ შეძლებენ“, – განაცხადა მიქელაძემ.
საქართველოში არჩევნები პირველად ტარდება კორონავირუსის პანდემიის პირობებში – ამომრჩეველი, კომისიის წევრები და დამკვირვებლები საარჩევნო უბნებზე პირბადით იმყოფებოდნენ. დისტანციის დაცვა აუცილებელი პირობა იყო. აქედან გამომდინარე, კენჭისყრას გარკვეული სირთულე ახლდა თან – საარჩევნო უბნებთან მოქალაქეებს რიგში დგომა უწევდათ.