https://sputnik-georgia.com/20201029/nacmoZrabam-mitingze-aTasobiT-momxre-gamoiyvana-saakaSvili-maT-onlain-mimarTavs-249848460.html
„ნაცმოძრაობამ“ მიტინგზე ათასობით მომხრე გამოიყვანა – სააკაშვილი მათ ონლაინ მიმართავს
„ნაცმოძრაობამ“ მიტინგზე ათასობით მომხრე გამოიყვანა – სააკაშვილი მათ ონლაინ მიმართავს
Sputnik საქართველო
აქციაზე სიტყვით გამოვლენ ბლოკის ლიდერები, შეკრებილებს კიევიდან მიმართავს პრემიერობის კანდიდატი და ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 29.10.2020-ს, Sputnik საქართველო
2020-10-29T18:46+0400
2020-10-29T18:46+0400
2023-08-03T17:40+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1d/249848873_0:0:1300:736_1920x0_80_0_0_15905e608f2ae869bb89356a099c8c0a.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2020
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1d/249848873_0:-1:1182:743_1920x0_80_0_0_c18e9eaf9b57d44b5c8c78ef5b25dbb8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
„ნაცმოძრაობამ“ მიტინგზე ათასობით მომხრე გამოიყვანა – სააკაშვილი მათ ონლაინ მიმართავს
18:46 29.10.2020 (განახლებულია: 17:40 03.08.2023) აქციაზე სიტყვით გამოვლენ ბლოკის ლიდერები, შეკრებილებს კიევიდან მიმართავს პრემიერობის კანდიდატი და ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ბლოკი „ძალა ერთობაშია“ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით თავისუფლების მოედანზე ამომრჩევლებთან შემაჯამებელ შეხვედრას მართავს.
ორგანიზატორების თქმით, ისინი თბილისიდან და რეგიონებიდან 50 ათას მომხრეს ელოდებიან. შეხვედრა ატარებს სახელწოდებას „დავემშვიდობოთ ბიძინას“.
დაგეგმილია, რომ შეკრებილებს კიევიდან მიმართავს პრემიერობის კანდიდატი და ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
მოედანზე დისტანციის დაცვით განლაგებულია სკამები აქციის მონაწილეებისთვის. სკამები იკავებს მთლიან თავისუფლების მოედანს, ბევრი მონაწილე უკვე ფეხზე დგას, რადგან მათ დასაჯდომი ადგილები არ ეყოთ.
ამასთან, მონაწილეთა ნაწილი ვერ ახერხებს თბილისში მოხვედრას, რადგან რუსთავის ტრასა „ქართულმა მარშმა“ გადაკეტა. მეორე ნაწილმა მარშით გაიარა მთავარ გამზირზე და აქციას შეუერთდა.
აქციის დაწყებამდე მონაწილეებს მუსიკოსები ართობდნენ.