Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„არა ნაცებს, არც სხვა სოცებს, მე მხარს ვუჭერ მხოლოდ ქოცებს“ – აჩი ფურცელაძის ახალი სიმღერა

© photo: Achi Purtseladze / FBაჩი ფურცელაძე
აჩი ფურცელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზოგადოება კარგად იცნობს აჩი ფურცელაძის შემოქმედებას, ასევე პირად ცხოვრებასაც. ნახეთ მომღერლის ახალი, პოლიტიკური სიმღერა.

მომღერალმა აჩი ფურცელაძემ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების” მხარდასაჭერი ჩანაწერი გაავრცელა, რომელიც სავარაუდოდ ექსპრომტად შექმნა. მან ცნობილი ქართული სიმღერა საკუთარი ტექსტით შეასრულა, სადაც ამბობს, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერსაა დაგეგმილი. 

საზოგადოება კარგად იცნობს აჩი ფურცელაძის შემოქმედებას, ასევე მის პირად ცხოვრებას. მომღერალი და შოუმენი აჩი ფურცელაძე მესამედ 2019 წლის იანვარში დაქორწინდა. მისი რჩეული ელენე დუმბაძეა. წყვილმა ქორწილი ვიწრო წრეში გადაიხადა და საქორწინო მოგზაურობაც მოიარა.

აჩის მანამდე ორი ქორწინება ჰქონდა. მისი პირველი ცოლი ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე გახლდათ, მეორედ კი გაია ხაჩიძესთან მოაწერა ხელი. წყვილმა ხუთი წელი იცხოვრა ერთად და ამ ხნის განმავლობაში ორჯერ მოასწრო ქორწინებაც და განქორწინებაც.

ყველა ახალი ამბავი
0