„Sputnik-საქართველომ“ საპარლამენტო არჩევნების წინ სპეცპროექტი აამუშავა

© Sputnik / STRINGERSputnik საქართველომ სპეცპროექტი ჩაუშვა
Sputnik საქართველომ სპეცპროექტი ჩაუშვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik–საქართველოს“ გვერდზე თქვენ ნახავთ ფოტო- და ვიდეოანგარიშებს არჩევნებისწინა აქციებიდან, მულტიმედიურ რეპორტაჟებს საარჩევნო უბნებიდან, საცნობარო და ანალიტიკური მასალების ნაკრებს.

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველომ“ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების წინ საიტის ქართულ და რუსულ ვერსიებზე ორენოვანი სპეციალური პროექტი დაიწყო სახელწოდებით „საპარლამენტო არჩევნები საქართველოში — ბრძოლა ხელისუფლებისთვის დეტალებში“.    

© video : Sputnik / Anna Anastasiadi, Vladimir UmikashviliCOVID-19 VS არჩევნები: ეშინიათ თუ არა საქართველოს მოქალაქეებსარჩევნებზე წასვლის?
„Sputnik-საქართველომ“ საპარლამენტო არჩევნების წინ სპეცპროექტი აამუშავა - Sputnik საქართველო
COVID-19 VS არჩევნები: ეშინიათ თუ არა საქართველოს მოქალაქეებსარჩევნებზე წასვლის?

მულტიმედიური ნავიგატორი დაეხმარება მკითხველებს, გაერკვნენ მრავალფეროვან წინასაარჩევნო პლატფორმებსა და მოსაზრებებში და ასევე მიიღონ ინფორმაცია არჩევნებში მონაწილე მთავარი პოლიტიკური ძალების შესახებ. პროექტი მოიცავს: ფოტო- და ვიდეოანგარიშებს არჩევნებისწინა აქციებიდან, მულტიმედიურ რეპორტაჟებს საარჩევნო უბნებიდან, საცნობარო და ანალიტიკური მასალების ნაკრებს.

„Sputnik–საქართველოს“ საიტზე, სოციალურ ქსელებსა და Telegram–არხზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ აქტუალური ინფორმაცია მათზე, ვისაც პარლამენტში სავარძლის დაკავება სურს, ასევე ხმის მიცემის მსვლელობისა და არჩევნების შედეგების შესახებ“, — განაცხადა პროექტ „Sputnik–საქართველოს“ ხელმძღვანელმა ოქსანა ვოინცევამ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება. მასში მონაწილეობას მიიღებს 48 პარტია და ორი ბლოკი. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული სისტემით. საარჩევნო ხმის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი და რომელიც აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ პირობებს.

„Sputnik–საქართველო“ (sputnik-georgia.com) ქვეყანაში 2015 წლის მაისში ამუშავდა და საქართველოს ინტერნეტ–მედიის ერთ-ერთი ლიდერია*. სააგენტოს შემადგენლობაში შედის ამავე სახელწოდების პორტალები ქართულ და რუსულ ენებზე და ინტერნეტ–რადიო. „Sputnik–საქართველო“ არის მსოფლიოს ათობით ქვეყანაში მულტიმედიური ჰაბების მქონე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიოს ნაწილი.    

Sputnik-ი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო მედიასაშუალება, რომელიც აერთიანებს 33 ენაზე მაუწყებელ მულტიმედიურ ინტერნეტ-საიტებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას მსოფლიოს 90-ზე მეტ ქალაქში. Sputnik-ი 24 საათის განმავლობაში აწვდის ინფორმაციას მსოფლიოს წამყვან გამოცემებს ინგლისურ, არაბულ, ესპანურ, ჩინურ ენებსა და ასევე ფარსიზე. Sputnik-ის საინფორმაციო რესურსების აუდიტორია 80 მლნ ვიზიტორს შეადგენს ერთ თვეში, ხოლო სოციალურ ქსელებში ხელმომწერთა საერთო რაოდენობა 20 მილიონს აღემატება. მსოფლიოში არსებულ 24 სარედაქციო ცენტრში — ბიშკეკიდან კიშინიოვამდე და პეკინიდან მონტევიდეომდე ათობით ეროვნების ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს. Sputnik-ი მედიაჯგუფ Россия сегодня-ს ნაწილია, მისი სათავო ოფისი მოსკოვში მდებარეობს.

*Liveinternet-ის მონაცემებით 2020 წლის 1 ოქტომბრისთვის 

ყველა ახალი ამბავი
0