გამყრელიძე: კოვიდ–სასტუმროებში თრომბოემბოლიაზე რისკი უნდა შეფასდეს

© photo: Sputnik / Konstantin Mikhalchevsky / გადასვლა მედიაბანკშიკორონავირუსის ვაქცინის შემოწმება
კორონავირუსის ვაქცინის შემოწმება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 33858-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 14829 პაციენტი, გარდაიცვალა 253 ადამიანი.

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს შორის ყველაზე ხშირად თრომბოემბოლიის შემთხვევები ფიქსირდება, რის გამოც საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ექიმებსა და ავადმყოფებს დაწვრილებითი ინსტრუქცია მისცა. 

ბათუმის საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამყრელიძე – დაევალება თუ არა კორონავირუსით ინფიცირებულის მიღება ყველა კლინიკას

გამყრელიძის თქმით, ექიმებმა, განსაკუთრებით კოვიდ–სასტუმროებში მყოფმა მედიკოსებმა, უნდა შეაფასონ პაციენტებს შორის თრომბოემბოლიის განვითარებასთან დაკავშირებული რისკები და აუცილებლობის შემთხვევაში D-დიმერის ანალიზი ჩაატარონ.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, D-დიმერის ანალიზი სახელმწიფოს მიერ უნდა დაფინანსდეს.

მეორე პრობლემა მედპერსონალს შორის ინფიცირების მატებაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი სამედიცინო დაწესებულებების 123 თანამშრომელს დაუდასტურდა.

გამყრელიძემ აღიარა, რომ კორონავირუსის მართვის პროცესში, შესაძლოა, გარკვეული შეცდომები არის, მაგრამ, მთლიანობაში, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ვირუსის შემოტევას უძლებს. და იგი პიკურ დატვირთვასაც გაუძლებს, განაცხადა ექიმმა.

გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანაში პირბადის ტარების კულტურა გაიზარდა, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში პირბადის გამოყენება 95%-ს მიაღწევს, ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი  განახევრდება. ამ დროისათვის საქართველოში პირბადის ტარების საშუალო მაჩვენებელი 60–65%-ია, აღნიშნა გამყრელიძემ.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 33858-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 14829 პაციენტი, გარდაიცვალა 253 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0