ამერიკული ავტორიტეტული კომპანია საქართველოში ეგზიტპოლს ჩაატარებს

© photo: Sputnikარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შაბათს, 31 ოქტომბერს ტარდება. საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათზე დაიხურება.

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. ტელეკომპანია Imedi-ს დაკვეთით 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ეგზოტპოლს ამერიკული საზოგადოებრივი კვლევის კომპანია Public Opinion Strategies ჩაატარებს.

შედეგები საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში გამოქვეყნდება.

30-წლიანი გამოცდილების კომპანია მუშაობს როგორც პოლიტიკოსებისთვის, ისე მედიასაშუალებების, კერძო კომპანიებისა და სავაჭრო ასოციაციებისთვის. 

წინასაარჩევნო კამპანია - Sputnik საქართველო
ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში? მასშტაბური კვლევის შედეგები

Public Opinion Strategies-ს ჩატარებული აქვს 2 მილიონამდე ინტერვიუ და 6 ათასამდე გამოკითხვა. გარდა ამისა, კომპანია მუშაობს 15 სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში ჩატარებული აქვს არაერთი გამოკითხვა და კვლევა.

„ძალიან დიდი ხანი ვარჩევდით პარტნიორს, თითქმის ზაფხულიდან მოყოლებული, რომელსაც ტელეკომპანია Imedi-ს დაკვეთით უნდა ჩაეტარებინა ეგზიტპოლი. ჩვენ შევარჩიეთ Public Opinion Strategies – კომპანია, რომელსაც აქვს აბსოლუტურად უმწიკლო რეპუტაცია, კვალიფიკაცია, გამოცდილება და ისტორია“, – განაცხადა ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შაბათს, 31 ოქტომბერს ტარდება. საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათზე დაიხურება.

ყველა ახალი ამბავი
0