მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

Charlie Hebdo ერდოღანის კარიკატურას აქვეყნებს: თურქეთი აღშფოთებულია – ფოტო

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიCharlie Hebdo
Charlie Hebdo - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე ერდოღანმა მაკრონი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია, ეჭვი შეიტანა რა საფრანგეთის ლიდერის ფსიქიკურ ჯანმრთელობაში.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ფრანგულმა ყოველკვირეულმა სატირულმა ჟურნალმა Charlie Hebdo-მ თავის პირველ გვერდზე თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ერდოღანის კარიკატურა გამოაქვეყნა.

ახალ კარიკატურაზე პრეზიდენტი ნახევრად შიშველი ზის სავარძელში, მარცხენა ხელით მის წინ მდგომ ქალს კაბას უწევს და ამბობს: „ო! აი წინასწარმეტყველიც!“  

​აღსანიშნავია, რომ ჟურნალი დღეს გამოდის გასაყიდად, თუმცა რედაქციამ მისი სატიტულო ფურცელი გუშინვე განათავსა Twitter-აკაუნტზე.

თურქეთის ლიდერის ადმინისტრაციამ დაგმო პრეზიდენტის კარიკატურის პუბლიკაცია და ეს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ანტიმუსლიმური პროგრამის ნაყოფად შეაფასა.

„ჩვენ ვგმობთ რასიზმისა და სიძულვილის გავრცელების ამ ამაზრზენ მცდელობას. ე.წ. კარიკატურები ამაზრზენია და მოკლებულია წესიერების გრძნობას. ეს აშკარად არის ქსენოფობიური, ისლამოფობიური და შეუწყნარებელი კულტურული გარემოს პროდუქტი, რაც საფრანგეთის ხელმძღვანელობას საკუთარი ქვეყნისთვის სურს“, — დაწერა Twitter-ზე თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა.

პარიზსა და ანკარას შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ერდოღანმა მაკრონი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია, ეჭვი შეიტანა რა საფრანგეთის ლიდერის ფსიქიკურ ჯანმრთელობაში. ამასთან დაკავშირებით საფრანგეთმა თურქეთიდან თავისი ელჩი გაიწვია და ევროკავშირს ანკარის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოსთხოვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0