ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსი და სკოლა აშენდება

© photo : Government of Ajara / FBბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსის მშენებლობა დაიწყო
ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსის მშენებლობა დაიწყო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგანმანათლებლო სივრცეები 1500 ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სტუდენტზე და 800-მდე მოსწავლეზე იქნება გათვლილი.

თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსის და სკოლის მშენებლობა დაიწყო, იუწყება აჭარის მთავრობა.

კავკასიის უნივერსიტეტის მშენებლობისთვის კაფსულის ჩადების ცერემონია დღეს გაიმართა. ცერემონიას აჭარის მთავრობისა და კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საგანმანათლებლო სივრცეები აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით, საცურაო აუზით. ასევე, იგეგმება სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობაც.

„20 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება კავკასიის უნივერსიტეტის მშენებლობაში. მნიშვნელოვანია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ, ყოველწლიურად, საბაკალავრო პროგრამებზე განისაზღვრება 10 ახალი ადგილი, ადგილობრივი სტუდენტების უფასო სწავლა-განათლების მისაღებად, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა

საგანმანათლებლო სივრცეები 1500 ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სტუდენტზე და 800-მდე მოსწავლეზე იქნება გათვლილი.

კავკასიის უნივერსიტეტში შესაძლებელი იქნება სწავლა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე, ასევე ბათუმის კამპუსს დაემატება ორი ახალი მიმართულება - კავკასიის საზღვაო სკოლა და კულინარიის აკადემია. უნივერსიტეტში იფუნქციონირებს ტრენინგ ცენტრი. კავკასიის უნივერსიტეტს მსოფლიოს 54 ქვეყნის 157-მდე პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს, რაც საშუალებას აძლევს მიიღოს უცხოელი სტუდენტები და ლექტორები, ჰქონდეს ორმაგი ხარისხის პროგრამები, ასევე გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

მშენებლობა უკვე დაიწყო და სამ წელიწადში დასრულდება. სოციალურად დაუცველი და წარჩინებული მოსწავლეებისთვის, ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულის მქონე სტუდენტებისთვის სწავლის საფასურზე შეღავათები დაწესდება.

ყველა ახალი ამბავი
0