როგორ ვაჭრობს საქართველო პანდემიის პერიოდში

გამოწერა
საქართველოში პანდემიის ფონზე ვაჭრობა ეცემა – 2020 წლის დასაწყისიდან საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის იანვარი–სექტემბერთან შედარებით, 14,9%-ით შემცირდა და 8,1 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის იანვარი–სექტემბრის პერიოდში ექსპორტზე 2,4 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების ქართული პროდუქცია გავიდა – 12,1%-ით ნაკლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 

სატვირთო ტერმინალები ბათუმის პორტში - Sputnik საქართველო
საგარეო ბრუნვა: როგორ ვაჭრობს საქართველო პანდემიის პერიოდში

2020 წლის დასაწყისიდან იმპორტმა 5,7 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც გასული წლის იანვარი–სექტემბრის პერიოდთან შედარებით 15,9%-ით ნაკლებია.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა იანვარი–სექტემბერში 3,3 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40,8%-ია.

საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები 2020 წლის დასაწყისიდან არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი — ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ იანვარი–სექტემბრის პერიოდში 2,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 36%-ია. საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან: აზერბაიჯანი – 640 მილიონ დოლარზე მეტი, სომხეთი – 465,5 მილიონ დოლარზე მეტი, უკრაინა – დაახლოებით 417,4 მილიონი დოლარი, აშშ – დაახლოებით 460,5 მილიონი დოლარი, გერმანია – დაახლოებით 312,6 მილიონი დოლარი, ბულგარეთი – დაახლოებით 311,9 მილიონი დოლარი, იტალია – დაახლოებით 152,7 მილიონი დოლარი. საქართველო ასევე ვაჭრობს ევროკავშირისა და დსთ-ის ქვეყნებთან.

ყველა ახალი ამბავი
0