Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნანიკო ხაზარაძეს 48 წელი შეუსრულდა – როგორ მიულოცა იუბილე ქალიშვილმა დედას?

© FB/ Naniko Khazaradzeნანიკო ხაზარაძე
ნანიკო ხაზარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ტელეწამყვანი იუბილარია. სოციალურ ქსელში მოკრძალებული დაბადების დღიდან ემოციური კადრები ვრცელდება.

ნანიკო ხაზარაძე წლებია მედიასივრცის შეუცვლელი სახეა. კარიერა იმ პერიოდში დაიწყო, როდესაც საქართველოში მასმედია განვითარების პირველ საფეხურებს გადიოდა. პოპულარული ტელეწამყვანი ბევრი ადამიანის საყვარელ ტელესახედ იქცა. რამდენიმე თვეა ნანიკო ხაზარაძე ყოველდღე „იმედის დღის“ პირდაპირი ეთერით აღარ გვესალმება, სიახლეებს არ გაგვაცნობს და საკუთარ გამოცდილებას არ გვიზიარებს. თუმცა, ტელეწამყვანმა ახალი საავტორო გადაცემა დაიწყო.

სატელევიზიო სივრცეში ძალიან საინტერესო რუბრიკა „საიმედო რეკომენდაციები“ მალევე გამოჩნდა. მისი ავტორი და წამყვანი ნანიკო ხაზარაძეა. ტელესახე მხოლოდ საინტერესო რჩევებით არ შემოიფარგლება და მაყურებელს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საკითხზე საკუთარ გამოცდილებას პირდაპირ ეთერში უზიარებს. ტელეკომპანია „იმედში“ 2010 წლიდან გამოჩნდა. „დღის შოუ“ უმეტესად ცნობილი ქალბატონებით დაკომპლექტებულმა „იმედის დღემ“ ჩაანაცვლა, სადაც ნანიკო, ნიკოლოზ წულუკიძე, ეკა ამირეჯიბი, ეკო ფანგანი და სხვა ცნობილი სახეები იყვნენ წარმოდგენილი.

View this post on Instagram

48 ❣️

A post shared by ნანიკო (@naniko.khazaradze) on

48 წლის ჟურნალისტი აქტუალობას არ კარგავს. მისი ყოველდღიური ცხოვრება საინტერესო და მრავალფეროვანია. მშვენიერი ნანიკო ხაზარაძე პირად ცხოვრებას ფართო საზოგადოებას არასდროს უმალავს. ტელეეთერებში ხმამაღლა სხვადასხვა პრობლემებსა და საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს. 2018 წლის ნოემბერში ნანიკო მეორედ დაქორწინდა. მისი რჩეული ლევან მათითაშვილია. ლევან მათითაშვილი ცნობილი ექიმის და უკვე ტელესახის, გადაცემა „ექიმების“ ყოფილი წამყვანის კოტე მათითაშვილის ძმაა. ძმები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან.

იუბილარმა დაბადების დღე მოკრძალებულად, ოჯახის წევრების გარემოცვაში აღნიშნა. მას ქალიშვილმა და ოჯახის სხვა წევრებმა საჩუქრები მიართვეს. „ეს მხოლოდ ციფრებია“, – წერენ ნანიკო ხაზარაძის მეგობრები. ტელესახეს ბევრმა ცნობილმა ქართველმა მიულოცა დაბადების დღე. მათ შორის არიან პოლიტიკოსები, ტელეწამყვანები, მომღერლები და სხვა სატელევიზიო სახეები. აი, რას წერს პოპულარული ჟურნალისტი ნინო არაზაშვილი მის გვერდზე: „დღეს 28 წლის რომ გამხდარიყავი, უფრო დავიჯერებდი ისეთ „ვიდზე” ხარ, მაგრამ 30 წელზე მეტია გიცნობ და ეს ბადებს ეჭვს!“.

ყველა ახალი ამბავი
0