მიხეილ ჩხენკელმა სამედიცინო უნივერსიტეტების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა

© Government of Georgiaმიხეილ ჩხენკელი
მიხეილ ჩხენკელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინისტრმა განმარტა, რომ პროცესის ეფექტიანი მართვის მიზნით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს უფროსკურსელების გადამზადებას.

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებთან და სამედიცინო ფაკულტეტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათ უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილება და სამოქმედო გეგმა გააცნო. გეგმა სამედიცინო პერსონალის რეზერვის შექმნის მიზნით სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელების გადამზადებას ისახავს მიზნად.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ასეთი გადაწყვეტილება უწყებათშორის საბჭოზე მიიღეს. კერძოდ, სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადამზადდებიან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ისინი კოვიდის სამედიცინო მენეჯმენტში ჩაერთვებიან და ექიმებს დაეხმარებიან.

საავადმყოფოში - Sputnik საქართველო
მედპერსონალის რეზერვისთვის: სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელებს გადაამზადებენ

როგორც მინისტრმა განმარტა, პროცესის ეფექტიანი მართვის მიზნით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც პანდემიური სიტუაციის შესაბამისად კოორდინაციას გაუწევს უფროსკურსელების გადამზადებას.

შესაბამისად შეიქმნება სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელთა ბაზა, რომლებსაც გადამზადების სწრაფი კურსი ექნებათ გავლილი. საჭიროების შემთხვევაში გადამზადებული სტუდენტთა ჯგუფები სამედიცინო პროცესში რამდენიმე მიმართულებით ჩაერთვებიან.

იმ უფროსკურსელებისთვის, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებენ, ბაზა ერთ კვირაში იქნება მზად.

სამინისტროსა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შორის კიდევ ერთი ონლაინ შეხვედრა ჩაინიშნა, რომელიც ასევე დღეს გაიმართება.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
დღის სტატისტიკა: კორონავირუსის ბოლო შემთხვევები რეგიონების მიხედვით

მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში ეპიდემიური სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. ინფიცირებულთა დღე-ღამური მატება უკვე ოთხნიშნა რიცხვებით გამოისახება.

ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 1872-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 30303-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 11370 ადამიანი, გარდაიცვალა – 215, კარანტინის რეჟიმშია 3769, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3832 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2249 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0