ვლადიმირ პუტინმა ყარაბაღის ახალ კონფლიქტში დაღუპულთა რაოდენობა დაასახელა

გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება – ეს არის კონფლიქტი მისი ყველაზე უარესი ვარიანტით.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. მთიან ყარაბაღში სომხეთი–აზერბაიჯანის კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ თითქმის 5 ათასი ადამიანია დაღუპული, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კლუბ „ვალდაის“ სხდომაზე.

„ორივე მხრიდან დიდია დანაკარგი... დაღუპულთა საერთო რაოდენობა უკვე ხუთ ათასს უახლოვდება“, — განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

მისი თქმით, მოსკოვი მრავალი წლის განმავლობაში სთავაზობდა მხარეებს პრობლემის დარეგულირების სხვადასხვა ვარიანტებს, მაგრამ პოზიციების შეთანხმება ვერ მოხერხდა და, შესაბამისად, „მივიღეთ კონფლიქტი მისი ყველაზე უარესი ვარიანტით“.

მაიკ პომპეო - Sputnik საქართველო
მაიკ პომპეო დღეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. 

მოგვიანებით რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს მთიან ყარაბაღში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ვლადიმირ პუტინმა, დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა მოუწოდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში და აღადგინონ მოლაპარაკებები. მოწოდებას შეუერთდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც. თურქეთმა კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ნებისმიერი სახის დახმარებას გაუწევს, რომელიც მას დასჭირდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
მთიან ყარაბაღში კონფრონტაციული რიტორიკა უნდა შეწყდეს: სერგეი ლავროვი

9 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები — სერგეი ლავროვი, ზოგრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვდნენ მთიანი ყარაბაღის თემაზე მოსალაპარაკებლად. დაახლოებით ათსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ცეცხლის ჰუმანიტარულ რეჟიმში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში 10 ოქტომბრის დღის 12 საათზე შევიდა. მიუხედავად ამისა, საომარი მოქმედებები არ შემწყდარა, რაშიც კონფლიქტის მხარეები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. 

ჰუმანიტარული დაზავების მორიგი მცდელობა მხარეებს 18 ოქტომბრის ღამით ჰქონდათ, თუმცა უკვე რამდენიმე საათის შემდეგ ბაქომაც და ერევანმაც კვლავ გაავრცელეს განცხადებები შეთანხმების დარღვევის შესახებ, რაშიც ერთმანეთს სდებენ ბრალს.

 

ყველა ახალი ამბავი
0