ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა

© courtesy of Miho Neimanქუთაისი
ქუთაისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს რამაზ ჩხიკვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

პოლიცია - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

აღნიშნული ინფორმაცია ჩხიკვაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე გაავრცელა და მოსახლეობას ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.

„კოვიდინფიცირებულთა რიგები ჩემი სახით კიდევ ერთით გაიზარდა. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – დაწერა ჩხიკვაძემ.

როგორც ქუთაისის საკრებულოში აცხადებენ, რამაზ ჩხიკვაძე 11 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და კორონავირუსზე დადებითი პასუხი PCR-ტესტის განმეორებით ჩატარების შემდეგ მიიღო. იგი მკურნალობის კურსს სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო კი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1595-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 22803-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9401 ადამიანი, გარდაიცვალა 178 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0