ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. ავტომატითა და ხელყუმბარით შეიარაღებულმა ბოროტმოქმედმა შვიდი საათის განმავლობაში ათობით ადამიანი დაატყვევა. თავდასხმის მომენტში ბანკში რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა. მათმა ნაწილმა შენობიდან გამოქცევა მოახერხა. რამდენიმე საათის განმავლობაში დაახლოებით 20 ადამიანს თავდამსხმელთან ერთად მოუწია ბანკის შენობაში ყოფნამ.
სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა – ყველა მძევალი თავისუფალია, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. თუმცა ბოროტმოქმედს მიუტანეს მოთხოვნილი თანხა – 500 ათასი დოლარი და შენობის დატოვების საშუალება მისცეს. ახლა ის ძებნაშია. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ შტურმის ჩატარების შემთხვევაში მძევლების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა.
© Sputnik / STRINGER„საქართველოს ბანკის“ ფილიალში ბოროტმოქმედის შეჭრის შემდეგ, ადგილზე ოპერატიულად მივიდა სპეცრაზმი
„საქართველოს ბანკის“ ფილიალში ბოროტმოქმედის შეჭრის შემდეგ, ადგილზე ოპერატიულად მივიდა სპეცრაზმი
© Sputnik / STRINGERსნაიპერები მზად იყვნენ შენობის შტურმისათვის და მხოლოდ ბრძანებას ელოდნენ
სნაიპერები მზად იყვნენ შენობის შტურმისათვის და მხოლოდ ბრძანებას ელოდნენ
© Sputnik / STRINGERასევე სპეცრაზმის ქვედანაყოფები იდგნენ შენობასთანაც, რომლებიც შესვლისათვის მზად იყვნენ
ასევე სპეცრაზმის ქვედანაყოფები იდგნენ შენობასთანაც, რომლებიც შესვლისათვის მზად იყვნენ
© AP Photo / Zurab Tsertsvadzeზუგდიდის ცენტრში გადაიტყორცნა ჯავშანტექნიკა
4/15
© AP Photo / Zurab Tsertsvadze
ზუგდიდის ცენტრში გადაიტყორცნა ჯავშანტექნიკა
© AP Photo / Zurab Tsertsvadzeაუცილებლობის შემთხვევაში შტურმისათვის მზადება დაუყოვნებლივ დაიწყო
5/15
© AP Photo / Zurab Tsertsvadze
აუცილებლობის შემთხვევაში შტურმისათვის მზადება დაუყოვნებლივ დაიწყო
© photo: Sputnikთუმცა მოლაპარაკებების განმავლობაში შესაძლებელი გახდა მძევლების ნაწილის გათავისუფლება
6/15
© photo: Sputnik
თუმცა მოლაპარაკებების განმავლობაში შესაძლებელი გახდა მძევლების ნაწილის გათავისუფლება
© AP Photo / Zurab Tsertsvadzeადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად, შს სამინისტრომ თავი შეიკავა მწვავე ზომების მიღებისგან
7/15
© AP Photo / Zurab Tsertsvadze
ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად, შს სამინისტრომ თავი შეიკავა მწვავე ზომების მიღებისგან
© Sputnik / STRINGERბანკის მიმდებარე ტერიტორიას პოლიციამ ალყა შემოარტყა. ეს თავდასხმა საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა
ბანკის მიმდებარე ტერიტორიას პოლიციამ ალყა შემოარტყა. ეს თავდასხმა საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა
© Sputnik / STRINGERსამართალდამცავები, უსაფრთხოების მიზნით, არავის უშვებდნენ ბანკის მიმდებარედ
სამართალდამცავები, უსაფრთხოების მიზნით, არავის უშვებდნენ ბანკის მიმდებარედ
© AP Photo / Zurab Tsertsvadzeთავდასხმის მომენტში ბანკში 43 ადამიანი იმყოფებოდა, ნაწილმა მოასწრო გამოქცევა, ნაწილი თავად ბოროტმოქმედმა გაათავისუფლა მოლაპარაკებების შემდეგ
10/15
© AP Photo / Zurab Tsertsvadze
თავდასხმის მომენტში ბანკში 43 ადამიანი იმყოფებოდა, ნაწილმა მოასწრო გამოქცევა, ნაწილი თავად ბოროტმოქმედმა გაათავისუფლა მოლაპარაკებების შემდეგ
© Sputnik / STRINGERმძარცველთან მოლარაპაკებებს პირადად შს მინისტრი ვახტანგ გომელაური აწარმოებდა, ხოლო სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ავთანდილ გალდავამ თავი რამდენიმე მძევალზე გაცვალა
მძარცველთან მოლარაპაკებებს პირადად შს მინისტრი ვახტანგ გომელაური აწარმოებდა, ხოლო სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ავთანდილ გალდავამ თავი რამდენიმე მძევალზე გაცვალა
© AP Photo / Zurab Tsertsvadzeშესაძლებელი იყო შენობის შტურმით აღებაც, თუმცა ხელყუმბარის აფეთქების შემთხვევაში, ბანკის შენობაში ადამიანები დაიხოცებოდნენ
12/15
© AP Photo / Zurab Tsertsvadze
შესაძლებელი იყო შენობის შტურმით აღებაც, თუმცა ხელყუმბარის აფეთქების შემთხვევაში, ბანკის შენობაში ადამიანები დაიხოცებოდნენ
© Sputnik / STRINGERსოციალურ ქსელებში კამათობენ თემაზე, საიჭორ იყო თუ არა დამნაშავესთან მოლაპარაკებები
სოციალურ ქსელებში კამათობენ თემაზე, საიჭორ იყო თუ არა დამნაშავესთან მოლაპარაკებები
© Sputnik / STRINGERთუმცა შედეგი სახეზეა - არცერთი მძევალი არ დაშავებულა და ყველა მათგანი თავისუფალია
თუმცა შედეგი სახეზეა - არცერთი მძევალი არ დაშავებულა და ყველა მათგანი თავისუფალია
© Sputnik / STRINGERსაგანგებო სიტუაცია განსაკუთრებულ ზომებს მოითხოვს. ამ შემთხვევაში შს სამინისტრო პასუხისმგებელი იყო მოსახლეობის წინაშეც - ზუგდიდის ცენტრში თავი მოიყარეს მძევლების ახლობლებმა, რომლებიც სპეცოპერაციის დასრულებას და მძევლების გათავისუფლებას ელოდებოდნენ
საგანგებო სიტუაცია განსაკუთრებულ ზომებს მოითხოვს. ამ შემთხვევაში შს სამინისტრო პასუხისმგებელი იყო მოსახლეობის წინაშეც - ზუგდიდის ცენტრში თავი მოიყარეს მძევლების ახლობლებმა, რომლებიც სპეცოპერაციის დასრულებას და მძევლების გათავისუფლებას ელოდებოდნენ