ISFED: სარჩევნო გარემოს მთავარ გამოწვევად ზეწოლისა და მუქარის ფაქტები რჩება

© Sputnik / STRINGERდაპირისპირება მარნეულში
დაპირისპირება მარნეულში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო კამპანიაში საარჩევნო კომისიის წევრების, სასულიერო პირებისა და საჯარო მოხელეების ჩართულობის შემთხვევებიც გამოვლინდა, რასაც კანონი კრძალავს.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის საფუძველზე მეხუთე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

კორონავირუსის პანდემია. კონტროლი თბილისის მეტროში - Sputnik საქართველო
რას სთავაზობენ არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას არჩევნების წინ

გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ISFED წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგს ახორციელებს როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. საპარლამენტო არჩევნების მეხუთე შუალედური ანგარიში ფარავს 29 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში გამოვლენილ დარღვევებს.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, წინასაარჩევნო კამპანიის გააქტიურების პერიოდში დარღვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა:

  • სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის 9 ფაქტი;
  • სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის 37 ფაქტი;
  • მედიაზე ზეწოლის 2 ფაქტი;
  • დამკვირვებლის საქმიანობისთვის ხელის შეშლის 1 ფაქტი;
  • ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 10 ფაქტი;
  • სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 3 ფაქტი;
  • ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 18 ფაქტი;
  • არაუფლებამისილი პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის 16 ფაქტი;
  • კამპანიაში რელიგიური ორგანიზაციების მონაწილეობის 3 ფაქტი;
  • მასშტაბური საქველმოქმედო პროექტების 2 ფაქტი;
  • სააგიტაციო მასალების დაზიანების შემთხვევები მთელ საქართველოში.

ორგანიზაციის შეფასებით, საარჩევნო გარემოს მთავარ გამოწვევად რჩება ამომრჩევლებზე, აქტივისტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე განხორციელებული ზეწოლის, მუქარისა და ხელის შეშლის ფაქტები.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ასევე გამოვლინდა საარჩევნო კამპანიაში საარჩევნო კომისიის წევრების, სასულიერო პირებისა და საჯარო მოხელეების ჩართულობის შემთხვევებიც, რაც კანონით აკრძალულია. ჩართულობა გამოიხატებოდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ როგორც წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებაში, ისე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ სარეკლამო ვიდეოების გავრცელებაში.

არჩევნები საქართველოში - Sputnik საქართველო
NDI-მ საქართველოში საარჩევნო კამპანიის ხარვეზებზე მიუთითა

ISFED შეშფოთებას გამოთქვამს ასევე სკოლის პერსონალის, დირექტორებისა და მასწავლებლების პოლიტიკურ კამპანიაში ჩართვისა და ზეწოლის ბერკეტად სამსახურიდან გათავისუფლების მუქარის გამო.

„სამართლიანი არჩევნები“ ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს რეკომენდაციებით, რომ არ დაუშვან მედიაზე და ჟურნალისტებზე ზეწოლა და დროულად გამოიძიონ მათზე განხორციელებული ზეწოლის შემთხვევები. ასევე დროულად და ეფექტურად გამოიძონ პოლიტიკური პარტიების აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის, ასევე პოლიტიკური პარტიების კამპანიისთვის ხელის შეშლის ფაქტები. საჯარო მოხელეებმა და სკოლებისა და საბავშვო ბაღების თანამშრომლებმა სამუშაო საათებში თავი უნდა შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისგან, აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

წინასაარჩევნო სიმბოლიკა - Sputnik საქართველო
„ოდირმა“ პირველი ანგარიში გამოაქვეყნა: რა არ გამორჩათ წინასაარჩევნოდ დამკვირვებლებს

ამასთან, ორგანიზაცია რეკომენდაციებით მიმართავს პოლიტიკურ პარტიებსაც – თავი შეიკავონ და არ დაუშვან ფიზიკური ძალადობა, არ გამოიყენონ ამომრჩევლებთან ურთიერთობის იმგვარი ფორმა, რაც შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს, ასევე არ დაუშვან წინასაარჩევნო კამპანიაში მათ სასარგებლოდ არაუფლებამოსილი პირების ჩართვა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. პარალელურად ამავე დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს და რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები ჩატარდება. 

ყველა ახალი ამბავი
0