ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა ერთი მძევალი გაათავისუფლა

© Sputnik / STRINGERსპეცოპერაცია ზუგდიდში
სპეცოპერაცია ზუგდიდში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მძევლად აყვანილებიდან ერთ-ერთმა, 55 წლამდე ქალმა ბანკის შენობა ცოტა ხნის წინ პოლიციის თანხლებით დატოვა.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა ერთ-ერთი მძევალი გაათავისუფლა.

გავრცელებული ინფორმაციით, 55 წლამდე ქალმა ბანკის შენობა ცოტა ხნის წინ პოლიციის თანხლებით დატოვა. დანარჩენი 18 მძევლის გასათავისუფლებლად კი პოლიცია მუშაობას აგრძელებს.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
სპეცოპერაცია ზუგდიდში: კობახიძემ მედიასაშუალებები გააკრიტიკა

რამდენიმე საათის წინ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. შეიარაღებულ პირს მძევლად ოცამდე ადამიანი – ბანკის თანამშრომლები და კლიენტები ჰყავს აყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 500 ათას დოლარს და შენობიდან უსაფრთხოდ გასვლას ითხოვს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმები. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა.

შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0