მეზვრიშვილი: თუ აპოკალიფსი იქნება, გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ვიტყვით

© photo: Sputnikადამიანები პირბადით
ადამიანები პირბადით - Sputnik საქართველო
გამოწერა
სექტემბრიდან მოყოლებული საქართველოში ეპიდემიური ვითარება მკვეთრად გაუარესდა. ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 21 ათასს გადააჭარბა.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. ვრცელდება არასწორი ინფორმაციები, თითქოს ადამიანებს ყურადღება არ ექცევათ, საწოლები საკმარისი არ არის. ეს ყველაფერი სიცრუეა, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

სექტემბრიდან მოყოლებული ეპიდემიური ვითარება საქართველოში მკვეთრად გაუარესდა. უკვე რამდენიმე დღეა, ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად ათასს აჭარბებს. ასევე იზრდება გარდაცვლილთა რიცხვი.

პაციენტი - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა

მეზვრიშვილის განცხადებით, საზოგადოებაში არასწორი ინფორმაციები ვრცელდება, რაც, სავარაუდოდ, პანიკის დათესვის მიზანს ემსახურება.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ვრცელდება გარკვეული ცრუ ინფორმაციები, თითქოს არ არის საწოლების საკმარისი რაოდენობა, თითქოს ადამიანები მიყრილები არიან სახლებში, სასტუმროებში და მათ არავინ მკურნალობს, თითქოს ზარებზე პასუხი არ ხდება მასობრივად. მინდა დავამშვიდო საზოგადოება – შფოთვის საფუძველი ნამდვილად არ არის, ეს ყველაფერი რეალობას არ შეესაბამება და ალბათ ემსახურება პანიკის დათესვას“, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში>>

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ექიმები მუდმივად არიან კონტაქტზე თვითიზოლაციაში მყოფ პირებთან, თუმცა, შესაძლოა, იყოს ერთეული შემთხვევები, სადაც კონსულტაცია რამდენიმე საათით გვიანდება, მაგრამ ეს არის ერთეული შემთხვევები და მას არ აქვს სისტემური ხასიათი.

„თუ აპოკალიფსი იქნება, გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ჩვენ ვიტყვით, ამის არანაირი პრობლემა საბჭოს არც ერთ წევრს არასდროს ჰქონია. სიმართლე არის ის, რასაც საბჭოს წევრები ამბობენ, ამიტომ ვთხოვ ყველას, რომ ინფორმაციის წყაროდ გამოიყენოთ ის, რაც აქ ითქმება“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოროვავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 21208-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9003 ადამიანი, გარდაიცვალა 172 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0