Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩემთანაც მოვიდა...“ – კორონავირუსი კიდევ ერთ ცნობილ ქართველ მომღერალს დაუდასტურდა

© AP Photo / Luca Brunoგრაფიტი
გრაფიტი
 - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1351-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 21208-ს მიაღწია.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. კორონავირუსი კიდევ ერთ ქართველ მომღერალს დაუდასტურდა. ამის შესახებ სოფო გელოვანმა ცოტა ხნის წინ „ფეისბუქზე“ თავად დაწერა.

„ჩემთანაც მოვიდა“, – წერს სოფო, რომელსაც მეგობრები ამხნევებენ. სოფო წერს, რომ კორონავირუსი მეოთხე დღეა აქვს და ეს ჯერჯერობით მხოლოდ ყელის სუსტი ტკივილით გამოიხატება.

მანამდე კორონავირუსი სოფო გელოვანის მეგობარს, მომღერალ ნოდიკო ტატიშვილსაც დაუდასტურდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 172-მდე გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
„იმედია მშვიდობით გავაცილებ...“ – ნახეთ რომელ ქართველ მომღერალს დაუდგინდა კორონავირუსი

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1351-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 21208-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9003 ადამიანი, გარდაიცვალა – 172, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4462, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3071 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1772 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0