„თბილისის მიკროავტობუსი“: ნუ იმგზავრებთ ფეხზე მდგომი და გამოიყენეთ პირბადე

© Sputnik / Alexander Imedashviliმიკროავტობუსი
მიკროავტობუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანიის ცნობით, ის მძღოლები, რომლებიც ვერ მოახერხებენ მიკროავტობუსებში წესრიგის დაცვას, სხვა მძღოლებით ჩანაცვლდებიან.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ მომხმარებელს მოუწოდებს – მიკროავტობუსში ფეხზე მდგომმა არ იმგზავრონ და აუცილებლად გამოიყენონ პირბადე, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საზოგადოებრივი ტრანსპორტი - Sputnik საქართველო
თბილისის მერია: საზოგადოებრივი ტრანსპორტით მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ისარგებლეთ

ქვეყანაში სექტემბრის დასაწყისიდან ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესდა. ინფიცირებულთა დღეღამურმა მაჩვენებელმა უკვე ოთხნიშნა რიცხვს მიაღწია. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობა 1194-ით გაიზარდა, აქედან თბილისში ინფიცირების 425 შემთხვევა დაფიქსირდა. კომპანია ყველა მგზავრს მოუწოდებს, მიკროავტობუსით გადაადგილებისას დაიცვან უსაფრთხოების წესები.

„კომპანია უმორჩილესად სთხოვს ყველა მომხმარებელს, მიკროავტობუსში არ იმგზავროს ფეხზე მდგომმა და გადაადგილებისას აუცილებლად გამოიყენოს პირბადე. ორივე შემთხვევაში კომპანია მძღოლს უტოვებს უფლებას, არ დაძრას მიკროავტობუსი და სთხოვოს ფეხზე მდგომ მგზავრს ან მომხმარებელს, რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, დატოვოს სატრანსპორტო საშუალება“, – აღნიშნულია განცხადებაში.           

გავრცელებული ინფორმაციით, ყველა ის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დღის განმავლობაში დედაქალაქში მოძრაობს, ყოველდღიურად გადის დეზინფექციას, ასევე მძღოლებს უტარდებათ PCR-ტესტი.

„ის მძღოლები, ვინც ვერ მოახერხებენ სატრანსპორტო საშუალებაში წესრიგის დაცვას მგზავრთა დაუმორჩილებლობის გამო, მოიხსნებიან ხაზიდან და ჩანაცვლდებიან სარეზერვო მძღოლებით“, – აღნიშნულია განცხადებაში. 

აჭარის ერთ–ერთი საავადმყოფო - Sputnik საქართველო
COVID-19 და ლეტალური შემთხვევები: რომელი თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდათ პაციენტებს

თბილისში COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების აღსრულების მიზნით მგზავრთა კონტროლი ხორციელდება მუნიციპალურ ტრანსპორტშიც, სადაც პირბადის გამოყენება განსაკუთრებულ კონტროლს დაექვემდებარა.

რამდენიმე დღის წინ თბილისის მერიამაც მოუწოდა მოქალაქეებს, მუნიციპალური ტრანსპორტით მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ისარგებლონ და მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 19857-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 8666 ადამიანი, გარდაიცვალა – 158, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2862 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1420 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0