როგორ აპირებს მმართველი პარტია საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას

© photo : Gakharia / FBირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ რეგიონებში 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატური პრეზენტაციები დაიწყო.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიზანია გაუმჯობესდეს ეკონომიკის მდგომარეობა და თითოეული მოქალაქის ცხოვრების პირობები, განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ქალაქ რუსთავში 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე.

მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ რეგიონებში 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატური პრეზენტაციები დაიწყო. პირველი – მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაცია რუსთავში გაიმართა და ის პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გახსნა.

„ჩვენ ცოტა ხნის წინ თეზისების დონეზე წარმოვადგინეთ ჩვენი პარტიის – „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა, რომელიც მოიცავს ჩვენი ქვეყნის განვითარების ყველა სფეროს და ყველა მიმართულებას და იქვე გავეცით დაპირება, რომ დეტალურად წარვადგენდით პროგრამას თითოეული სფეროს მიხედვით. ვიწყებთ სწორედ ამ საკითხებით, ეს არის ეკონომიკური განვითარება და ეს არის ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის განვითარება. ეს არის ის თემები, რაც ყველაზე მეტად აწუხებს დღეს საზოგადოებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ძლიერი ლიდერი და სუსტი პოზიციები: ნინო ბურჯანაძის პარტიის პარადოქსები

კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ ღონისძიებას ქალაქი რუსთავი მასპინძლობს და ეს შემთხვევითი არ არის.

„რუსთავი არის ქალაქი, რომელიც დაფუძნდა როგორც ინდუსტრიული ქალაქი და, შესაბამისად, ეკონომიკური განვითარება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ ქალაქისთვის. მნიშვნელოვანია, რომ წარმოება კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და კიდევ უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს ამ ქალაქში და მთლიანად ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი პარტიის წარმომადგენლის თქმით, რუსთავისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა ინფრასტრუქტურული განვითარებაც.

„ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ეკოლოგიაზე, რაც ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ამ ქალაქისთვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის. და, რა თქმა უნდა, სოციალური პოლიტიკა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება – ეს არის მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
ოპოზიციიდან ხელისუფლებაში და უკან – სააკაშვილის პარტიის რთული გზა

კობახიძის თქმით, ძალიან ბევრი გაკეთდა გასული პერიოდის განმავლობაში, მაგრამ კიდევ უფრო მეტი არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ქვეყანაში ეკონომიკის მდგომარეობა და გაუმჯობესდეს თითოეული მოქალაქის ცხოვრების პირობები, თითოეულ ოჯახში მეტი კეთილდღეობა შევიდეს.  

მმართველმა პარტიამ თავისი მომდევნო ოთხწლიანი მმართველობის პროგრამა, რომელშიც ასახულია ძირითადი რეფორმების გაგრძელება, ოქტომბრის დასაწყისში წარმოადგინა. პროგრამის დიდი ნაწილი ეძღვნება ბიზნესის განვითარებას სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, სოციალურ დახმარებას, ჯანდაცვასა და განათლებას.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება. მასში მონაწილეობს 48 პარტია და ორი ბლოკი. ამომრჩეველი აირჩევს 150 დეპუტატს – 120-ს პროპორციული და 30-ს – მაჟორიტარული სისტემით.

 

ყველა ახალი ამბავი
0