არჩევნები 2020: საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი შეიქმნა

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმისათვის, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, აუცილებელია საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე.

თბილისი, 20 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტმა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი შექმნა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, ელექტრონული რეესტრის მეშვეობით საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ, მოიძიონ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბანი, სადაც შეძლებენ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემას.

„არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე.
საკონსულო აღრიცხვაზე შეიძლება დადგეს მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 10 ოქტომბრისა. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა უფასოა და სამი გზით არის შესაძლებელი“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
არჩევნები საქართველოში - Sputnik საქართველო
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი განთავსებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ელექტრონულ მისამართზე.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მსოფლიოს 38 ქვეყანაში 57 უბანი გაიხსნება. ყველაზე მეტი – ხუთი უბანი გაიხსნება საბერძნეთში, აშშ–ში – ოთხი, უკრაინაში, აზერბაიჯანში, გერმანიასა და თურქეთში – სამ–სამი.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. მასში მონაწილეობას მიიღებს 50 პარტია და ორი ბლოკი. მოსახლეობა აირჩევს 150 დეპუტატს – 120–ს პროპორციული და 30–ს – მაჟორიტარული სისტემით. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები მხოლოდ პროპორციული სისტემით შეძლებენ ხმის მიცემას.

 

ყველა ახალი ამბავი
0