IDFI კოვიდ-19-თან დაკავშირებული სახელმწიფო ხარჯების მიზნობრიობას აკვირდება 

© Sputnik / Vladimir Umikashviliმამაკაცი პირბადით თბილისის ქუჩაში
მამაკაცი პირბადით თბილისის ქუჩაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
 არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, პროექტის მიზანია გაზარდოს მთავრობის ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა კოვიდ-19-თან დაკავშირებული საჯარო ხარჯების და ანტიკრიზისული გეგმის შესრულების კუთხით.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის - „კოვიდ-19-თან დაკავშირებული სახელმწიფო ხარჯების და ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგი“ პრეზენტაცია გამართა, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მაღაზიაში - Sputnik საქართველო
ანტიკრიზისული გეგმა მზადაა – საქართველოს მთავრობა მოსახლეობას დაეხმარება

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ამ ღონისძიების მიზანი მონაწილეებისთვის პროექტის მთავარი აქტივობების, მიზნების და ახალი ინიციატივის მონიტორინგის მეთოდოლოგიის გაცნობა იყო.

„პროექტის მიზანია პანდემიის წინააღმდეგ მიმართული ზომების ეფექტურობისა და პროპორციულობის გაზრდაში წვლილის შეტანა. ამ მიზნით, IDFI დააკვირდება კოვიდ-19-თან დაკავშირებული საჯარო ფინანსებს, საჯარო შესყიდვებს, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესრულებას და StopCov ფონდის ხარჯვას. ასევე, IDFI განახორციელებს კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების პერიოდში ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგს“, - აღნიშნა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტების მენეჯერმა ლევან ავალიშვილმა.

ანზორ ბიწაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძის პარტია მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას აკრიტიკებს

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა და სამოქალაქო საზოგადოების პროგრამის ოფიცერმა - დომინიკა სკუბიდამ კი თავის მხრივ აღნიშნა, რომ ევროკავშირი Covid-19-ით გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებს კრიზისის დაწყების დღიდან ებრძვის, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა კი ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.

პროექტი 2020 წლის ივლისში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო და ერთი წელი გაგრძელდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავების ეკონომიკური გეგმა აპრილის ბოლოს გააცნო და განაცხადა, რომ მთავრობა ამ მიმართულებით ჯამში 3.5 მილიარდ ლარს დახარჯავს. ანტიკრიზისული გეგმა მოიცავს როგორც ფინანსურ დახმარებას იმ პირებისთვის, რომლებმაც შექმნილი ვითარების გამო სამუშაო დაკარგეს, ასევე, ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს.

IDFI 2009 წელს დაფუძნდა და მისი საქმიანობის მიზანია, ხელი შეუწყოს ინფორმირებული  საზოგადოების ჩამოყალიბებას და  დემოკრატიული მმართველობის განვითარებას. 

ყველა ახალი ამბავი
0