„რუსული კლუბი“ ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კონკურსის პრიზიორია

© Sputnik / Alexander Imedashviliაქცია „უკვდავი პოლკი“
აქცია „უკვდავი პოლკი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადამიანები დედამიწის სხვადასხვა წერტილიდან კონკურსზე გზავნიდნენ ფოტო-, ვიდეო- და ტექსტურ ნამუშევრებს იმის შესახებ, თუ როგორ აღნიშნავდნენ მათ ქვეყნებში გამარჯვების 75-ე წლისთავს

თბილისი, 19 ოქტომბერი - Sputnik. თბილისის საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „რუსული კლუბი“ კონკურსის - „უკვდავი პოლკი - საზღვრებს გარეშე“ - „ტექსტის“  ნომინაციაში გამარჯვებული გახდა.

ორგანიზაციამ კონკურსზე წარადგინა გამოცემა „ჩემ უკან ჩემი თბილისი იდგა. საქართველო მეორე მსოფლიო ომში“. წიგნის ავტორია პოეტი, ჟურნალისტი, ჟურნალ „რუსული კლუბის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის პრემიის ლაურეატი ვლადიმერ გოლოვინი.
სცენა სპექტაკლიდან რიგითები - Sputnik საქართველო
მარად ცოცხლები: გრიბოედოვის თეატრი და მეორე მსოფლიო ომი

კონკურსი 2020 წლის მაისში რუს თანამემამულეთა საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭომ, დამოუკიდებელ ინტერნეტ-ჟურნალისტთა და ბლოგერთა საერთაშორისო ასოციაცია „რუსულ სათვისტომოთა მედიაალიანსმა“ და კურსდამთავრებულთა მსოფლიო ასოციაციამ იმავე სახელწოდების ინიციატივის მხარდასაჭერად გამოაცხადეს.

„კონკურსის მიზანი იყო, აესახა რუსული დიასპორის პატივისცემა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული თანამემამულეების ხსოვნისადმი, ერთობა მოსალოდნელი საერთო საფრთხის პირისპირ  და კონსოლიდაცია საკუთარი ფასეულობების ირგვლივ“, - ნათქვამია ორგანიზატორების ვებგვერდზე.

აქვე აღნიშნულია, რომ კონკურსზე მიიღებოდა ფოტო-, ვიდეო- და ტექსტური ნამუშევრები იმის შესახებ, თუ როგორ აღნიშნავდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისა და მისი დასრულების 75-ე წლისთავს.

ნიშანდობლივია, რომ საკონკურსო ნამუშევრები გაიგზავნა რუსეთიდან და კიდევ მსოფლიოს 63 ქვეყნიდან. ღონისძიებაში მონაწილეობა შეეძლო ყველა მსურველს ნებისმიერი ქვეყნიდან ასაკის, სქესისა და სახელმწიფოს მიუხედავად.

 

ყველა ახალი ამბავი
0