კორონავირუსი საბავშვო ბაღებში: თბილისში 42 ბაღი დაიხურა

© Pixabay / dimitrisvetsikas1969საბავშვო ბაღის სათამაშო მოედანი
საბავშვო ბაღის სათამაშო მოედანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსი საბავშვო ბაღის თუნდაც ერთ თანამშრომელს ან აღსაზრდელს რომ აღმოაჩნდეს, დაწესებულება იხურება.

თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის 42 საბავშვო ბაღში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა, რის გამოც სააღმზრდელო პროცესი შეწყდა, იუწყება „პირველი არხი“.

გავრცელებული ინფორმაციით, ბაღებში კორონავირუსი სულ 42 პირს დაუდასტურდა, მათ შორის 8 ბავშვია, დანარჩენი კი – პერსონალი.

თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე - Sputnik საქართველო
COVID-19 თბილისში: რა ვითარებაა საბავშვო ბაგა-ბაღებში

იმ შემთხვევაში, თუ საბავშვო ბაღში ინფიცირების თუნდაც ერთი შემთხვევა დაფიქსირდება, დაწესებულება იხურება.

საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის დახურულია შემდეგი ბაღები: 35-ე, 53-ე, 89-ე, 153-ე, 190-ე, 93-ე, 99-ე, 29-ე, 36-ე, მე-4, 21-ე, „ხუთკუნჭულა“, მე-16, 72-ე, 213-ე, 186-ე, 59-ე, „იმედი,“ 216-ე, 160-ე, 205-ე, 46-ე, 113-ე, 22-ე, 61-ე, 39-ე, 27-ე, 33-ე, 28-ე, 176-ე, 158-ე, 208-ე, 184-ე, 197-ე, მე-17, 42-ე, 167-ე, 52-ე, 54-ე, 94-ე, მე-100, 38-ე.

საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბერს განახლდა, სამუშაო პროცესი არ დაიწყო ოთხ დაწესებულებაში, რომელთა პერსონალს კორონავირუსი სააღმზრდელო წლის დაწყებამდე დაუფიქსირდა.

დღევანდელი მონაცემებით, დაფიქსირდა კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა. აქედან თბილისში – 469. სულ საქართველოში ინფიცირებულია 18 663 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0