მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

COVID-19-ის ტესტის აპლიკატორი პაციენტის ფილტვში აღმოჩნდა: რა გახდა მიზეზი

© REUTERS / ALEX WROBLEWSKICOVID-19-ის ტესტის აპლიკატორი პაციენტის ფილტვში აღმოჩნდა: რა გახდა მიზეზი
COVID-19-ის ტესტის აპლიკატორი პაციენტის ფილტვში აღმოჩნდა: რა გახდა მიზეზი   - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირკვევა, რომ კორონავირუსის ტესტის ჩასატარებელი ზოგი აპლიკატორი სპეციალურად მზადდება ისე, რომ ზედმეტი ნაწილი იოლად მოტყდეს და აუცილებელი ფრაგმენტი თავისუფლად მოთავსდეს სინჯარაში.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ექიმებმა პაციენტს ფილტვიდან COVID-19-ზე ტესტის აპლიკატორი ამოუღეს, რომელიც ორგანოში გაუფრთხილებლობით მოხვდა, ნათქვამია BMJ Case Reports-ის ანგარიშში. 

ანტონიუ გუტერეში - Sputnik საქართველო
ანტონიუ გუტერეში: მსოფლიო კორონავირუსის გამოცდას ვერ უძლებს

გავრცელებული ინფორმაციით, 51 წლის ქალს საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთეს, რა დროსაც სპეციალური მილაკი — ტრაქეოსტომა ჩაუდგეს სასუნთქ მილში. საავადმყოფოდან გამოწერის წინ მედიკოსები ვალდებული იყვნენ შეემოწმებინათ პაციენტი კორონავირუსზე. გამომდინარე იქიდან, რომ ქალს ტრაქეოსტომა ედგა, ექიმებმა ნაცხი სასუნთქი მილაკიდან აუღეს და უბედური შემთხვევაც ამ დროს მოხდა: ტესტის აპლიკატორი გადატყდა და პაციენტის ორგანიზმში გაუჩინარდა.

რენტგენმა დაკარგული ნაწილი ვერ აღმოაჩინა, რის შემდეგაც პაციენტს კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარეს და ტესტის ფრაგმენტს მარჯვენა ფილტვში მიაგნეს.

საბედნიეროდ, ექიმებმა აპლიკატორის ამოღება წარმატებით მოახერხეს.

როგორც გამოცემა Daily Star აზუსტებს, კორონავირუსის ტესტის ჩასატარებელი ზოგი აპლიკატორი სპეციალურად მზადდება ისე, რომ ნაცხის აღების შემდეგ ზედმეტი ნაწილი იოლად მოტყდეს და აუცილებელი ფრაგმენტი თავისუფლად მოთავსდეს სინჯარაში.

ყველა ახალი ამბავი
0