ქართველმა მებრძოლმა UFC-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო

© photo: Sputnik / Alexey Danichev / გადასვლა მედიაბანკში UFC-ს ტურნირი
 UFC-ს ტურნირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამარჯვების მიუხედავად ქართველი სპორტსმენი უკმაყოფილო დარჩა. მან განაცხადა, რომ ეს მისი მეტოქის ბრძოლა იყო

თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. ქართველმა მებრძოლმა გურამ ქუთათელაძემ UFC-ს სერიის ტურნირზე აბუ-დაბიში სადებიუტო ბრძოლა გამართა და პოლონელ მატეუშ გამროტს სძლია.

მსაჯების აზრი გაიყო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებით ქუთათელაძემ გაიმარჯვა - 29:28, 28:29, 29:28.

მეტოქეები ერთმანეთის ღირსები იყვნენ - გამროტს ამ მომენტამდე ზედიზედ 17 მოგება ჰქონდა, ქუთათელაძეს ზედიზედ რვა ბრძოლა ჰქონდა მოგებული.

გიგა ჭიკაძე - Sputnik საქართველო
UFC-ს ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე კორონავირუსით დაინფიცირდა

წარმატების მიუხედავად, ქართველი სპორტსმენი თავისი შედეგით უკმაყოფილო დარჩა.

„ეს არ იყო ჩემი ბრძოლა. მე არ მომიგია და არ მიხარია. ეს ის არ იყო, რასაც ველოდი. მატეუშ, შენ ნამდვილი მებრძოლი ხარ - ეს შენი ბრძოლა იყო“, - განაცხადა ბრძოლის შემდეგ ქუთათელაძემ.

ეს გამარჯვება ქართველი მებრძოლისთვის MMA-ში მე-12 გახდა, წაგება კი ორი აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0