ოზურგეთის საბავშვო ბაღებში 80-მდე ბავშვი მოიწამლა: ყველა სკოლამდელი დაწესებულება დაიკეტა

© photo: Sputnik / Stringerსაბავშვო ბაღში
საბავშვო ბაღში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ საბავშვო ბაღებში პროდუქტი და სასმელი წყალი კანონმდებლობის და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით შევიდა

თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 11 საბავშვო ბაღში 80-მდე ბავშვი მოიწამლა, იუწყება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია.

სიტუაციას ეპიდემიოლოგებთან ერთად, სურსათის უვნებლობის სამსახურიც იკვლევს.

თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე - Sputnik საქართველო
COVID-19 თბილისში: რა ვითარებაა საბავშვო ბაგა-ბაღებში

ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, მაკა ჭყონიას განცხადებით, კორონავირუსის გამო სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის ბაღებში პირველი ოქტომბრის ნაცვლად 15 ოქტომბერს განახლდა. უკვე მეორე დღეს კი ბავშვებში აღინიშნა მოწამლის სიმპტომები: მაღალი სიცხე, დიარეა, ღებინება.

ოზურგეთის საბავშვო ბაღებში ბავშვების მოწამვლასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს.

„საღამოს 11 ბაღიდან შემოვიდა შეტყობინება, რომ რამდენიმე აღსაზრდელს გამოუვლინდა სავარაუდო ენტეროვირუსის ნიშნები. გამომდინარე იქიდან, რომ გამორიცხულიყო საკვებით მოწამვლა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საბავშვო ბაღებში დაუყოვნებლივ შესულიყო სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და ეპიდემიოლოგები შემოწმების მიზნით. დაზუსტებული ინფორმაციით, ენტეროვირუსის ნიშნები ამ დროისთვის აღენიშნება 80-მდე ბავშვს, სტაციონარში მკურნალობს მხოლოდ 1. ნაწილი გამოჯანმრთელდა, ნაწილი სახლში აგრძელებს მკურნალობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ძეგლი თბილისის პირველ გიმნაზიასთან - Sputnik საქართველო
სკოლებისა და ბაგა-ბაღების პერსონალის ტესტირება მომავალი კვირიდან დაიწყება

მერიაში განმარტავენ, რომ საბავშვო ბაღებში პროდუქტი და სასმელი წყალი კანონმდებლობის და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით, ორი დღით ადრე შევიდა.

სანამ შესაბამისი სამსახურები აღნიშნული ფაქტის გამომწვევ მიზეზს არ დაადგენენ, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი არ განახლდება, აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

საქართველოს საჯარო საბავშვო ბაღებში სასწავლო–სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან განახლდა.

ყველა ახალი ამბავი
0