COVID-19 სამეგრელოში: ახალი შემთხვევების უმეტესობა ზუგდიდის ბაზარს უკავშირდება

© photo: City Hall of Zugdidi Municipality / FBდეზინფექცია ზუგდიდის ბაზარში
დეზინფექცია ზუგდიდის ბაზარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში კორონავირუსის 1-2 შემთხვევა დაფიქსირდა, უმრავლესობა ძველი შემთხვევების კონტაქტებია

თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით Covid-19 65 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 48 შემთხვევა ზუგდიდშია,  მათგან 44 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან, ხოლო 4 კი ახალი შემთხვევაა და ისინი რუხის და „ევექსის“ კლინიკებში ცხელებით შესული პაციენტები არიან, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

ზუგდიდის შემთხვევებიდან 33 შემთხვევა უკავშირდება ბაზარში გამოვლენილ ინფიცირებულს, ისინი ცენტრალურ ბაზარში დასაქმებულები არიან და იმყოფებიან თვითიზოლაციაში. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

წალენჯიხაში 4 შემთხვევა დაფიქსირდა და სამი უკვე დადასტურებულის კონტაქტია, მეოთხის წყაროს დადგენა მიმდინარეობს.

3 შემთხვევა დაფიქსირდა ასევე ფოთში, მათგან 2 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო ერთზე მიმდინარეობს მოკვლევა და ინფიცირების წყაროს მოძიება.

მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

1 შემთხვევაა ჩხოროწყუში, რომელიც უკვე დადასტურებულის კონტაქტია. 2 შემთხვევაა სენაკში, ორივე უკვე დადასტურებულის კონტაქტები არიან.

2 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, მათგან ერთი ტექსტილის ინფიცირებული თანამშრომლის კონტაქტია, ხოლო მეორე ახალი შემთხვევაა და მიმდინარეობს კვლევა.

2 შემთხვევა მესტიაშია, ორივე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან.

1 შემთხვევა კი უკავშირდება ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ პირს, ის უკვე ინფიცირებულის კონტაქტია და ცხელებით იმყოფებოდა რუხის კლინიკაში.

1 შემთხვევა უკავშირდება თბილისის მცხოვრებს, რომელიც ზუგდიდში იმყოფებოდა და ადგილზე გატესტვის შემდეგ დაუდგინდა ვირუსი.

1 შემთხვევაა აბაშაში, მიმდინარეობს ინფიცირების წყაროს დადგენა. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა", - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ.

მედმუშაკები რეანიმაციაში - Sputnik საქართველო
მარინა ენდელაძე: ვითარება საგანგაშოა, თუმცა საწოლების პრობლემა არ იქნება

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 109 კოვიდ პაციენტი, აქედან 25-ის მდგომარეობა შედარებით  მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 15 პირი. ფოთის კლინიკიდან გაეწერა 5 პაციენტი, მათგან 1 - ოკუპირებული აფხაზეთის მაცხოვრებელია, 1 - ქობულეთიდანაა, 1 - ფოთის მაცხოვრებელია, 1 - სენაკელია და 1- მარტვილელია. რუხის კლინიკიდანა გაეწერა 10 პაციენტი, მათგან ყველა ზუგდიდელია.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება - 184 ადამიანი.

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1192-ით გაიზარდა და 17477-ს მიაღწია, ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
თბილისის კიდევ სამ სკოლაში კორონავირუსი დაფიქსირდა

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 8060 ადამიანი, გარდაიცვალა – 136, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6300, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1388 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 8 პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 136-მდე გაიზარდა.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0