სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 57 ადამიანს დაუდასტურდა, 16-ის მდგომარეობა მძიმეა

© photo: Sputnik / Nika Latariaრუხის მრავალპროფილიანი კლინიკა
რუხის მრავალპროფილიანი კლინიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 958-ით გაიზარდა და 16285-ს მიაღწია, ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 7827 ადამიანი, გარდაიცვალა – 128.

თბილისი, 17 ოქტომბერი - Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 640 ნიმუშის გამოკვლევის შედეგად Covid-19 57 ადამიანს დაუდასტურდა, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

ზუგდიდში 26 შემთხვევა დადასტურდა, ფოთში - 14, წალენჯიხაში - 2, სენაკში - 5, ხობში -4, მარტვილში - 1, აბაშაში - 1, აფხაზეთში - 4 .

ლადო კახაძე - Sputnik საქართველო
კახაძე: დღეს ქვეყანაში პანიკის ფუფუნება არ გვაქვს

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განაცხადა, გამოვლენილი შემთხვევებიდან უმეტესობა არის უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 84 კოვიდინფიცირებული პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით  მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 39 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში 181 ადამიანი იმყოფება.

საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 958-ით გაიზარდა და 16285-ს მიაღწია, ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 7827 ადამიანი, გარდაიცვალა – 128.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0