თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. თურქეთმა კვლავ აღმოაჩინა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის მარაგები, ამჯერად მისი პირობითი მოცულობა 85 მილიარდი კუბური მეტრით ფასდება, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა საბურღი ჰომალდ Fatih-ის მონახულების შემდეგ. ამის შესახებ РИА Новости იტყობინება.
აგვისტოში ერდოღანი აცხადებდა, რომ თურქულმა საბურღმა ხომალდმა Fatih–მა შავ ზღვაში გაზის ახალი მდიდარი საბადო იპოვა, რომლის პირობითი მოცულობა 320 მლრდ კუბური მეტრია. ეს ქვეყნის ისტორიაში ცისფერი საწვავის უდიდესი საბადოა.
როგორც ერდოღანმა აღნიშნა, აგვისტოს აღმოჩენის შემდეგ ხომალდმა მუშაობა განაგრძო. მისი თქმით, ახალი საბადოს საერთო მოცულობა 405 მილიარდ კუბურ მეტრს შედგენს.
თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ანკარა ამ მარაგებიდან გაზის მოპოვებას 2023 წელს დაიწყებს.