გაერთეთ ღამის 10 საათამდე – თბილისში შეზღუდვები ამოქმედდა

გამოწერა
ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო ხელისუფლებამ წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. თბილისსა და იმერეთის რეგიონში რესტორნებს 16 ოქტომბრის 22:00 საათიდან მომხმარებლის მომსახურება ეზღუდებათ. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
16 ოქტომბრიდან თბილისსა და იმერეთში გასართობი ცენტრებისა და რესტორნების მუშაობა შეიზღუდება

ახალი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება იმ ზონებში, სადაც ეპიდვითარების აფეთქება დაფიქსირდა, მთავრობამ გუშინ მიიღო.

სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დღეღამური მაჩვენებელი იზრდება. გუშინ ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა – 919 ინფიცირებული. წინა დღეებში კი დღიური მაჩვენებელი 500–600-ის ფარგლებში იყო.

ახალი წესების დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას – ფიზიკური პირებისთვის 2 ათასი ლარით, იურიდიული პირებისთვის კი 10 ათასი ლარით.

ახალი შეზღუდვების შესრულების პროცესს შრომის ინსპექცია, სურსათის ეროვნული სააგენტო და შსს გააკონტოლებენ.

ყველა ახალი ამბავი
0