საქართველო ფრანკფურტის წიგნის ფესტივალში მონაწილეობს

© photo: Georgia Made by Characters / FBფრანკფურტის წიგნის ბაზრობა
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს ფრანკფურტის ფესტივალზე, რომელიც ვირტუალურ სივრცეში გაიმართება, საქართველო ორი ღონისძიებით იქნება წარმოდგენილი.

თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. ფრანკფურტში წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

კორონავირუსის პანდემიის გამო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა უჩვეულო ციფრულ ფორმატში გაიმართება. გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ღონისძიებების ნაწილი პროექტ Bookfest City-ს ფარგლებში, ნაწილი კი Bookfest Digital-ის ფორმატში ონლაინ–რეჟიმში ჩატარდება.  

17 ოქტომბერს Bookfest Digital-ის ფორმატში ქართული ლიტერატურის შესახებ ქართველი მწერლების მონაწილეობით გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება გაიმართება ონლაინ–რეჟიმში.

ფილმში მონაწილეობენ ავტორები – ზურაბ ქარუმიძე, სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა, დავით გაბუნია და არჩილ ქიქოძე. ავტორების თქმით, ფილმი ერთგვარი მცდელობაა – უფრო მეტი ითქვას თბილისზე, საქართველოზე, მის ეთნო-რელიგიურ-კულტურულ მრავალფეროვნებაზე.

2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა.

ყველა ახალი ამბავი
0