საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ დასრულდა

© Sputnik / Alex Shlamovსაქართველო - ჩრდილოეთ მაკედონია
საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთხი ტურის შემდეგ ქართველები და მაკედონიელები 6-6 ქულით ჯგუფის ლიდერობას ინაწილებენ, სომხეთს 4 ქულა აქვს, ესტონეთი 2 ქულით ბოლო ადგილზეა.

თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩი С დივიზიონის მეორე ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის სკოპიეში ფრედ - 1:1 დასრულდა.

ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. 75-ე წუთზე, მას შემდეგ, რაც მაკედონიელები უმცირესობაში იყვნენ, საქართველოს ნაკრები ნიკა კვეკვესკირის გადაცემის შემდეგ წინ გაიყვანა ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ.

ვლადიმერ ვაისი - Sputnik საქართველო
ვლადიმერ ვაისი: ბოლო წუთებზე 2 ქულა დავკარგეთ – შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ

თუმცა, რაოდენობრივი უპირატესობის მიუხედავად ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა ანგარიში ვერ შეინარჩუნეს. მსაჯის მიერ დამატებულ დროში ქართველებს საკუთარ საჯარიმოში დარღვევის შემდეგ პენალტი დაუნიშნეს. თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა ეგზიან ალიოსკიმ.

ამ მატჩის შემდეგ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებმა 6-6 ქულა დააგროვეს, მაგრამ მაკედონიელები დამატებითი მაჩვენებლების გამო პირველ ადგილზე არიან. სომხეთის ნაკრებმა პარალელური მატჩი ესტონეთთან ფრედ 1:1 დაასრულა და 5 ქულით მესამე პოზიცია შეინარჩუნა. კვარტეტის ბოლოს არის ესტონეთი, რომელმაც ოთხ თამაშში 2 ქულა დააგროვა.

საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მომდევნო მატჩს 15 ნოემბერს შინ სომხეთის წინააღმდეგ გამართავს, სამი დღის შემდეგ კი ესტონეთის ნაკრებს მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0