მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სკანდალი ეკლესიაში: ქალმა ქმარს ფარული ქორწილი ჩაუშალა – ვრცელდება ვიდეო

CC0 / Pixabay / საქორწინო ბეჭდები
საქორწინო ბეჭდები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქმრის საქციელით შეურაცხყოფილმა ქალმა პოლიციას მიმართა და ახლა მრავალცოლიანობის მოსურნე მამაკაცს შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ზურგზე ბავშვმოკიდებული ქალი ეკლესიაში შეიჭრა და ჯვრისწერის ცერემონია ჩაუშალა მოქმედ ქმარს, რომელიც მის ჩუმად ცდილობდა სხვა ქალზე დაქორწინებას, იუწყება პორტალი The Zambian Observer.

გავრცელებული ინფორმაციით, 12 ოქტომბრის დილით ავრაამ მუიუნდამ თავის ცოლს, სამი შვილის დედა კაროლინა მუბიტეს უთხრა, რომ სამსახურის საქმეებზე რამდენიმე დღით გადიოდა ქალაქიდან. თუმცა კაროლინამ იმავე დღეს შეიტყო მეზობლებისგან, რომ მისი ქმარი ფარულად სხვა ქალზე დაქორწინებას აპირებდა ადგილობრივ კათოლიკურ ეკლესიაში.

გამძვინვარებულმა ქალმა ბავშვებს ხელი დაავლო და ეკლესიისკენ გაიქცა სკანდალის მოსაწყობად. თვითმხილველის მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ შერბის ზურგზე ბავშვმოკიდებული კაროლინა ტაძარში ჯვრისწერის ცერემონიისას ყვირილით:

„ეს ქორწილი ვერ გაგრძელდება... ეს კაცი ჩემი ქმარია! ჩემი ქმარი, მე მისი ცოლი ვარ, ესენი კი ჩვენი შვილები!“

ცერემონიის დამსწრე სტუმრები ადგილებიდან წამოიშალნენ, ზოგმა მათგანმა გააფთრებული ქალის დაწყნარებაც სცადა, თუმცა ამაოდ. ნეფე ოდნავ დააფრთხო ცოლის გამოჩენამ, პატარძალი კი უშფოთველად იდგა და ყურადღებასაც არ აქცევდა კაროლინას სკანდალს.

როგორც გაირკვა, ავრაამ მუიუნდას ახალ საცოლეს მშვენივრად სცოდნია, რომ მის რჩეულს ცოლი ჰყავდა. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია შეყვარებული ქალისთვის, დამოუკიდებლად, თავად მოეწყო ქორწილი — ყველაფრის ორგანიზატორი სწორედ ის ყოფილა.

საბოლოოდ შეურაცხყოფილმა კაროლინა მუბიტამ პოლიციას მიმართა. ამ დროისათვის სამართალდამცველები საქმეს იძიებენ. მრავალცოლიანობის მცდელობაში ბრალდებულ ავრაამ მუიუნდას შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება, ვინაიდან ზამბიაში კანონი მრავალცოლიანობას კრძალავს.

ყველა ახალი ამბავი
0