ცნობილი ექიმების ნინო და გუგა კუზანოვების შვილი ახალბედა დედაა. ბებია-ბაბუამ სამშობიაროდან შვილიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო 3 აგვისტოს გამოაქვეყნეს. ბაია კუზანოვა, თავის მხრივ, პატარა ბიჭუნას მოვლას, ოპერაციებზე დასწრებას, პლასტიკურ ქირურგიაში მონაწილეობას და მეგობრებთან ერთად დროის გატარებასაც ახერხებს. ახალგაზრდა მომავალი ექიმი ექსპერიმენტებს არ უშინდება. მან სულ ცოტა ხნის წინ რადიკალური ცვლილება სოციალური ქსელის მომხმარებლებს გაუზიარა.
ცნობილი ექიმების ნინო ნადირაძის და გუგა კუზანოვის ქალიშვილი ბაია კუზანოვა 2019 წელს გათხოვდა. ახალგაზრდა ექიმის მეუღლე გიორგი ბეჟაშვილია. დაქორწინებამდე წყვილს ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა, თუმცა ყოველთვის ცდილობდნენ მედიის ყურადღების ცენტრში არ მოხვედრილიყვნენ.
„თავად როგორც უნდოდათ, ზუსტად ისეთი ქორწილი გადაიხადეს. ბაიას სურვილით ქორწილი ჩვენი სახლის ეზოში გადავიხადეთ, ვერ გველევა. რეტრო საქორწინო ცერემონიალი იყო, შავი ძველი ბეემვეთი მოვიდნენ“, – ამბობდა ნინო კუზანოვა.
ნინო და გუგა კუზანოვებმა ოჯახი 27 წლის წინ შექმნეს. ექიმები 1993 წელს შეუღლდნენ. ურთიერთგაგებითა და ერთმანეთის მხარდაჭერით ბევრს მიაღწიეს, დღემდე ქართულ შოუბიზნესში ერთ-ერთ გამორჩეულ წყვილად ითვლებიან.