ბათუმის პორტი დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდს მასპინძლობს

© photo: Sputnik / Stringerბათუმის პორტი დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდს მასპინძლობს
ბათუმის პორტი დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდს მასპინძლობს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინგლისური ნაღმმზიდი ბათუმის პორტს 18 ოქტომბერს დატოვებს, მანამდე კი საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად აბორდაჟის ოპერაციებზე იმუშავებს.

თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდს მასპინძლობს, იუწყება შსს თავის Facebok-გვერდზე.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ვიზიტი მიზნად ისახავს თავდაცვისა და უშიშროების სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

ვიზიტის ფარგლებში გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდზე დაგეგმილია საქართველოს სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფების ნატოს სერტიფიცირების პროგრამის მე-2 დონის (SEL-2) შეფასება.

დელეგაციას ხომალდის მეთაური ჯაილს პალინი ხელმძღვანელობს. ბათუმის პორტში სტუმრებს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი და საქართველოში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ენტონი ბრამველი დახვდნენ.

ეს ბრიტანული საჰაერო თავდაცვის ესკადრონული ნაღმმზიდი HMS DRAGON-ის პირველი ვიზიტია საქართველოს ტერიტორიულ წყლებში.

დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი ბათუმის პორტს 18 ოქტომბერს დატოვებს.

ყველა ახალი ამბავი
0