არხოტში ტყე იწვის – ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო

© photo: courtesy of Emergency Departament 112ხანძრის ჩაქრობა ვერტმფრენის საშუალებით
ხანძრის ჩაქრობა ვერტმფრენის საშუალებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის ხანძრის ქრობა ინდივიდუალური საშუალებებით მიმდინარეობს. ხანძრის ქრობის პროცესს რთულ რელიეფთან ერთად ქარიც აძნელებს.

თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. ხევსურეთში, არხოტის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში მეხანძრე-მაშველთა რამდენიმე ეკიპაჟთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ცეცხლი ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს უკიდია. ქრობის პროცესში აქტიურად არიან ჩართული საგანგებო სიტუაციების მცხეთა-მთიანეთის განყოფილების თანამშრომლები. ასევე თბილისიდან მობილიზებულია მეხანძრე-მაშველებისა და სასაზღვრო პოლიციის ჯგუფები.

ცეცხლის კერა სოფელ ამღადან დაახლოებით 15 კილომეტრში, ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზეა, შესაბამისად, სახანძრო ავტოტექნიკის გამოყენება შეუძლებელია.

ამ დროისათვის ხანძრის ქრობა ინდივიდუალური საშუალებებით მიმდინარეობს. ხანძრის ქრობის პროცესს რთულ რელიეფთან ერთად ქარიც აძნელებს.

ყველა ახალი ამბავი
0