რაჭაში რთველი აქტიურად მიმდინარეობს – უკვე გადამუშავდა 1400 ტონამდე ყურძენი

© photo: Sputnikრთველი რაჭაში
რთველი რაჭაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წელს რაჭაში ღვინო „ხვანჭკარის“ სანედლეულო ბაზის „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ 2500 ტონამდე მოსავალს ელოდებიან.

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. რაჭაში რთველი აქტიურ ფაზაშია და მოსავლის დაბინავება შეუფერხებლად მიმდინარეობს. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს 14 ოქტომბრის მონაცემებით, რაჭაში 1 400 ტონამდე „ალექსანდროული“ და „მუჯურეთულია“ გადამუშავებული.

უწყების ცნობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე ყურძნის ჩასაბარებელი 20 პუნქტია გახსნილი, რაც მოსახლეობას მოსავლის შეუფერხებელი დაბინავების შესაძლებლობას აძლევს.

ყურძნის ჩასაბარებელი პუნქტები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში და თვითონ ქალაქ ამბროლაურშია გახსნილი.

წელს რაჭაში ღვინო „ხვანჭკარის“ სანედლეულო ბაზის „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ ყურძნის ჯიშების უპრეცედენტო რაოდენობას – 2500 ტონამდე მოსავალს ელოდებიან.

რაც შეეხება კახეთს, აქ რთველი დასკვნით ეტაპზეა. დღევანდელი მონაცემებით, გადამუშავებულია 267 ათას ტონამდე ყურძენი.

ყველა ახალი ამბავი
0