ქუთაისში „ლელოს“ შტაბის წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ – დაკავებულია ერთი პირი

© Sputnik / Alex Shlamovსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქუთაისში „ლელოს“ მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ფაქტს პოლიტიკური მოტივი უდევს საფუძვლად.

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. ქუთაისში ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ საარჩევნო შტაბის წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

ინციდენტი ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.

„ლელოს“ აქტივისტი დეპუტატის წინააღმდეგ მუქარისთვის პოლიციაში გამოიკითხა>>>

ქუთაისში „ლელოს“ მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პაატა კიკაბიძეს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ამ დროისათვის დაზარალებული დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.

ნაცვლიშვილის თქმით, აღნიშნულ ფაქტს პოლიტიკური მოტივი უდევს საფუძვლად.

„კატეგორიულად მოვითხოვ სამართალდამცველი ორგანოებისგან, სრულყოფილად იქნეს ეს საქმე გამოძიებული. ჩემი ინფორმაციით, ახლა რამდენიმე ადამიანი არის დაკავებული და მიმდინარეობს მათი დაკითხვა", – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მომხდარ ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი უკვე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის („ძალადობა“) პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0