Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნიკოლოზ წულუკიძეს მეორე შვილი შეეძინა – ნახეთ როგორ გამოიყურება ტელეწამყვანის ვაჟი

© courtesy of Nikoloz Tsulukidzeნიკოლოზ წულუკიძე
ნიკოლოზ წულუკიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთხი თვის წინ ე.წ. Baby shower-ის დრო გაირკვა, რომ ნიკოლოზს და მის მეუღლეს შვილი ეყოლებოდათ. წყვილმა სასიხარულო ამბავი უფროსი შვილის დაბადების დღეზე გაასაჯაროვა. როგორ გამოიყურება და რა დაარქვა შვილს ცნობილმა ტელეწამყვანმა?

ერთ-ერთმა გამორჩეულმა ქართველმა ტელესახემ ქალიშვილის იუბილეზე სასიხარულო ამბავი გაასაჯაროვა. სესილი წულუკიძეს 6 წელი რამდენიმე თვის წინ შეუსრულდა. ნიკოლოზმა გოგონას დაბადების დღე იზოლაციის პირობებში საკუთარ ეზოში გადაუხადა. ვარდისფერ ფერებში მორთულ ეზოში ულამაზეს კაბაში გამოწყობილი გოგონა ბედნიერებას ასხივებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზი ქართული ტელესივრცისთვის უპრეცედენტო გადაცემის წამყვანობას შეუდგა, შვილის დაბადების დღეზე დასწრება მოახერხა. „ავტოგრაფი“ ტელეეკრანებზე რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. ცნობილ ქართველებზე გადაღებულ გადაცემას ნიკოლოზის მიერ გადმოცემული აქამდე უცნობი ისტორიების დამსახურებით მაღალი რეიტინგი აქვს.

ნიკოლოზ წულუკიძეს და მის უმშვენიერეს მეუღლეს ვაჟი 2 ოქტომბერს შეეძინათ. ამის შესახებ ნიკოლოზ წულუკიძის სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი. მას ცნობილი სახეები საჯაროდ ულოცავდნენ. პატარა ბიჭუნას კიტა დაარქვეს.

ნიკოლოზ წულუკიძემ ოჯახი წლების წინ შექმნა. მისი რჩეული თეკლა კოსტავაა. წყვილი 2013 წელს დაოჯახდა. მათ ქორწილს უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა. თეკლას საზოგადოება ნაკლებად იცნობს. ნიკას ინტერვიუების მიხედვით, მისი მეუღლე ბანკში მუშაობს და საჯაროდ, ტელეეკრანებზე გამოჩენა არ ხიბლავს. ამიტომ ნიკა დაოჯახების ამბავს დიდი ხნის მანძილზე საჯაროდ არც განიხილავდა.

ნიკოლოზ წულუკიძის ცხოვრებაში წარმატება დიდი შრომის შედეგად მოვიდა. თავად თეატრმცოდნე ლეგენდარული  მსახიობების, მწერლების, პოეტებისა თუ საზოგადო მოღვაწეების საღამოებს ისე უძღვება, რომ დარბაზი მისი მოსმენით მონუსხულია. მოგეხსენებათ, ნიკოლოზ წულუკიძე სხვადასხვა თემატიკის რამდენიმე გადაცემის წამყვანობას ახერხებს. თეატრმცოდნის ინტელექტსა და გაწონასწორებულ საუბრის მანერაზე საუბარი ზედმეტია. საკუთარი იმიჯი კეთილგანწყობით, სკანდალების გარეშე და შრომით შექმნა.

ყველა ახალი ამბავი
0