მისი სოციალური ქსელის ფოტო-ვიდეოების უმეტესობა სახლშია გადაღებული. კადრებზე ჰარმონიული ხედი, ბუნება, მისი უსაყვარლესი ძაღლები და კატა დომინირებს. მაიამ სიმშვიდე საკუთარ თავთან განმარტოებაში იპოვნა, თუმცა ოჯახის წევრებს უფრო და უფრო დაუახლოვდა.
View this post on Instagram
რამდენიმე თვის წინ გადაცემაში დედაც ჰყავდა მიწვეული, რომელმაც ჟურნალისტის ცხოვრების ბევრი ფაქტი გაიხსენა. მაიამ კი, თავის მხრივ, დედას ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოში კარანტინის შემსუბუქების შემდეგ გადაცემების დაგეგმვა დაიწყო. მაია ასათიანმა სტუდიიდან უახლესი სურათი გამოაქვეყნა. შეუდარებელ ფორმაში გამოწყობილი ის ახალი გადაცემის სტუმრებს ელოდება, მანამდე კი საკუთარი „ლუქი“ „ფოლოვერებს“ გაუზიარა. ნახეთ როგორ გამოიყურება 43 წლის ტელესახე.
მაია ასათიანმა Instagram-ის ოფიციალური გვერდის „სთორიზე“ ერთ-ერთი დიზაინერის ჩვენებაზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. „14 წლის წინ“ - ამ წარწერით გაზიარებულ სურათზე ჟურნალისტი რადიკალურად განსხვავებულად გამოიყურება. აშკარაა, რომ ჟურნალისტმა გარეგნობის შესაცვლელად დიდი რესურსი დახარჯა. ტელეწამყვანის თქმით, ყოველთვის ჰქონდა გრძელი ცხვირის კომპლექსი, ამიტომ 24 წლის ასაკში გაიპარა სახლიდან და ჩუმად გაიკეთა ცხვირის ოპერაცია. ტელეწამყვანმა „პროფილის“ ერთ-ერთი გადაცემის მიმდინარეობისას ტუჩის კორექციაც გაიკეთა. რომელი მაია მოგწონთ – 14 წლის წინანდელი თუ რადიკალურად შეცვლილი?
View this post on Instagram
პოპულარული ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრების მიუხედავად უამრავ ადამიანს უყვარს. მის გარშემო განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ. მათ შორის არიან მაიას დედა, ნახევარდები და მამინაცვალი, რომლებიც მას გვერდიდან არ შორდებიან. როგორც ოჯახის წევრებს შეეფერება, მაიას დებთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს.
უმცროსი და ვერონიკა მაიას ჰგავს, გოგონები ერთად ხშირად მოგზაურობენ მიუხედავად იმისა, რომ მაიას ბოლო პერიოდის მანძილზე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენა აღარ ხიბლავს. თუმცა ბოლო პერიოდის მანძილზე სოციალურ ქსელში გააქტიურდა და თაყვანისმცემლებს ყოველდღიურ რუტინას სულ უფრო და უფრო ხშირად უზიარებს.