კორონავირუსი საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა

© photo: Sputnikკლინიკა
კლინიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს ინიფიცირებულთა რაოდენობა 680-ით გაიზარდა და 13521-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 6867 ადამიანი, გარდაიცვალა 109 პაციენტი.

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში COVID-19-სგან 292 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

დღეს ინიფიცირებულთა რაოდენობა 680-ით გაიზარდა და 13521-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 6867 ადამიანი, გარდაიცვალა – 109, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1393 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0