საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 102-ს მიაღწია

CC0 / Pixabay / პაციენტი
პაციენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 569-ით გაიზარდა და 12841-ს მიაღწია.

თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 102-მდე გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge ახლახან აისახა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 569-ით გაიზარდა და 12841-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 6867 ადამიანი, გარდაიცვალა – 102, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1393 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0