თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. კორონავირუსის სახეობები და ფორმები აჩვენებს, რომ საქმე COVID-19-ის პანდემიის მეორე ტალღასთან ჯერჯერობით არ გვაქვს, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლო ორგანიზაციის საგანგებო ვითარებათა საკითხების რეგიონულმა დირექტორმა დორიტ ნიცანმა პანდემიისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე.
„არანაირი მეორე ტალღა არ არის. არსებობს ქვეყნები, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა შეინიშნება, მაგრამ არსებობს ქვეყნები, სადაც მაჩვენებელი მცირდება“, — აღნიშნა დორიტ ნიცანმა.
ჯანმოს წარმომადგენლის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 5% დაავადდა კრიტიკულად, ბევრი ვერ აცნობიერებს, რომ კორონავირუსით ინფიცირება რეალურად ძალიან საშიშია.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული დაავადება COVID-19 პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ორგანიზაციის მონაცემებით, დღეისათვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 37 109 851 ადამიანს შეადგენს, რომელთაგან 1 070 355 გარდაიცვალა.